ცოტა
ხნის წინ იბეიზე გადავაწყდი და შევიძინე არაჩვეულებრივი ინსტრუმენის… ნაწილი: ესაა იაპონური (!)
Jackson DKMG, 1996 წლის,
კოპუსი მურყანი
(alder), ნეკერჩხლის
ზედაპირით
, არაჩვეულებრივი
ფლოიდ როუზით (JT-590)
და EMG-ს აქტიური პიკაპებით
(81/85 , Zakk Wylde-ს
სეტი. იგივეს იყენებს Kerry
King, ანუ
ბევრი ახსნა არ ჭირდება, რასთან გვაქვს საქმე).
ცოტა
ძებნის შემდეგ, შესაფერისი გრიფიც შევურჩიე -ესაა Jackson
Dinky DR3 Reverse (ესეც
იაპონელია,
თავის დროზე ამ მოდელით წერდნენ ალბომს სლიპკნოტის გიტარისტები).
რადგან
სიტუაცია ხელს მიწყობს, გადავწყვიტე, გიტარა მთლიანად ჩემ ჭკუაზე მოვაქციო. ამიტომ, პირველი, რისი შეცვლაც მოვინდომე, ესაა პიკაპები. EMG
81 და 85 აქტიური პიკაპებია, ძალზედ გავრცელებული და დაფასებული მეტალ-სამყაროში, თუმცა მე პასიურები მირჩევნია, მაღალი ვიხოდით (ასე უფრო იგრძნობა გიტარის ინდივიდუალური ტემბრი და საშუალო-დაბალი სიხშირეები უფრო „სავსეა“). ამიტომ, ორიგინალ პიკაპებს დავატოვებინე დისლოკაციის ადგილი (მოკითხვა ზეკ ვაილდსა და კერი კინგს ;) ).
მათთან
ერთად, თავისთავად, პოტენციომეტრებიც
ამოვიღე, რადგან EMG-ს აქტიურ პიკაპებთან 25k გამოიყენება, პასიურისთვის კი 500k დამჭირდება.
პიკაპების
ამოღებისას,
რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგა გიტარის ეკრანირება: დაშლილ-გაშიშვლებული გიტარა ამის 100%-იან საშუალებას იძლევა. მით უმეტეს, რომ მე ძირითადად
Hi-Gain საუნდზე
ვუკრავ და ზედმეტი ფონი არავის სიამოვნებს :) .
ამიტომ, გამოვიღე კარადიდან
DiMarzio Copper Shielding Tape,
რომლითაც
ამოვავსე ჰამბაკერების და ელექტროგაყვალილობისათვის
განკუთვნილი
ბუდეები. ამ ტეიპის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ეწებება, თანაც, ისე, რომ გადაბმის ადგილებზე დამატებითი კონტაქტის გაკეთება არაა საჭირო: ტესტერით შევამოწმე და სხვადასხვა ფენებზე თანაბრად გადადის მუხტი! ოღონდ, ბუდეები მთლიანად რომ ამოვავსე, პლასტიკის თავსახურისთვის აღარ დამრჩა და მომიწია, კიდევ ერთი შემეკვეთა :( (2
feet of 3-1/2″ wide არ
აღმოჩნდა საკმარისი). მანიპულაციების შედეგად, ჩემი გიტარა ასეთ ვიდზე დადგა:
აქ
ერთი სიურპრიზი დამხვდა: პოტენციომეტრები,
რომელიც მომარაგებული მქონდა (500k
Dimarzio და
Fender) არ
გაეტია შესაბამის ნახვრეტებში, მომიწია, სიფრთხილით ცოოოტა გემეგანიერებინა.
ახლა,
რაც შეეხება ძრავს! EMG-ებთან საკითხი უკვე გარკვეულია, თანაც ცხადია, ჩემ გიტარაში პიკაპები უნდა იყოს Seymour
Duncan! მაგრამ
რომელი? აქტიური თუ პასიური? ან კონკრეტულად, რომელი მოდელები? დღეს დუნკანების დიდი არჩევანია და მეტალ-სპექტრის ნებისმიერ სეგმენტს ერგება, მაგრამ ერთ გიტარაში ყველა არ ჩაეტევა. :|
Dimebucker, რომელიც
ცოტა ხნის წინ Basswood
Body-ან იბანეზში მეყენა და ძალიან მომწონდა,
Alder-ზე ძალიან ბევრ მაღალ სიხშირეებს წამოიღებს.ამიტომ, იმის გათვალისწინებით,
რომ მეორე ჯეკსონზე
TB-4/Jazz კლასიკური
კომბინაცია
მიყენია, ფიქრისა და არჩევის შემდეგ გადავწყვიტე, ბრიჯში ჩავაყენო
Seymour Duncan Distortion (აგრესიული რიფებისათვის) და ნეკში
Seymur Duncan 59 (თბილი
და სუსტეინიანი საუნდისათვის).
პირველ
რიგში, ელექტროსქემა ავაწყვე (500 კილოომიანი პოტენციომეტრები,
ვოლუმზე
Dimarzio, ტონზე
Fender).
იმ ადგილებში, სადაც არ მინდოდა, რომ შიდა ელექტროობის მეტალი ეკრანს შეხებოდა, დავამატე ჩვეულებრივი საიზოლაციო ლენტის ფენა, მეტი საიმედოობისათვის. შემდეგ უკვე მთავარი საქმე, ჰამბაკერების ჩაყენება! :)
ამიერიდან
ეს გიტარა აღარაა DKMG და გადაიქცა DKSD-დ :) . მომდევნო ეტაპი- გრიფის დამაგრება! ფრიად საყურადღებო მომენტი, რომლის შედეგადაც შეიძლება გიტარის ნაცვლად, ლამაზი “ფიცარი” შეგრჩეთ ხელში. საბედნიეროდ, გრიფი საკუთარივით მოერგო კორპუსს და პრობლემები არ შემქმნია (რისიც, გარკვეულწილად, მეშინოდა). თავისთავად, ანკერმა მოითხოვა გასწორება რაც უმტკივნეულოდ განხორციელდა.
და
სიმები… პირველ ეტაპზე, წყობა შევარჩიე D (სტანდარტული :D
), ნაწილობრივ
იმისათვის,
რომ არ დამჭირვებოდა ფლოიდის გადაწყობა სქელ სიმებზე და მარტივად შემემოწმებინა გრიფიდან სიმების სიმაღლე. პროცედურის დამთავრებისას მივიღე:
მე
მას ფრანკენშტეინს ვეძახი :)
საინტერესოა,
რომ ეკრანირებამ დიდი შედეგი გამოიღო: მაღალ გეინზეც კი გიტარა სამარისებურად ჩუმადაა.
აქვე
ვდებ ვიდეოს, სადაც ამ ორი მონსტრის
Hi-Gain საუნდი
ჩანს:













BetMGM Casino No Deposit Bonus Codes 2021
ReplyDeleteBetMGM casino no 인천광역 출장안마 deposit bonus codes. This bonus is not valid 삼척 출장안마 at BetMGM casino 여수 출장안마 and it is completely 춘천 출장마사지 risk free, as most of the players will 나주 출장샵 have to make